ელიზბარ ჯაველიძე:-"ქვეყანაში არასამთავრობო ორგანიზაციები დაუსჯელად პარპაშებენ"
სახალხო კრების ერთ-ერთი ლიდერი, აკადემიკოსი ელიზბარ ჯაველიძე აცხადებს, რომ ქვეყანაში არასამთავრობო ორგანიზაციები დაუსჯელად პარპაშებენ და ეს აგენტები, როგორც მათ მწერალი მოიხსენიებს, უნდა აილაგმონ.
-"ეს გამჭვირვალობა, ეს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია და ეს ვითომ სამართლიანი არჩევნები-აი, ესენი არიან უმთავრესი ანტიქართული და ანტიამერიკულ-ევროპული გრანტებით გაზულუქებული აგენტურა. ვერ გავიგე ჩვენთან "დემოსის" -ხალხისკრატიაა, თუ არასამთავრობო სექტორის ასოკრატია?" -აცხადებს "ასავალ დასავალთან" ელიზბარ ჯაველიძე.