C ჰეპატიტით დაავადებულ ბენეფიციარებს მედიკამენტის 60%-იანი ფასდაკლებით შეძენა შეეძლებათ
1 ივლისიდან C ჰეპატიტით დაავადებულთათვის ძვირადღირებული მედიკამენტი 60%-იანი ფასდაკლებით გაიცემა, ამასთან დაკავშირებით შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე მარიამ ჯაში, დღეს, 11:00 საათზე პსპ-ს აფთიაქს ეწვევა (იოსებიძის 60), სადაც იგი მედიკამენტების გაცემის პროცესს დაესწრება და შეაფასებს, საუბარია პეგილირებული ინტერფერონისა და რიბავერინის გაცემაზე.
ბენეფიციარებს მედიკამენტის ფასდაკლებით შეძენა მხოლოდ იოსებიძის №60-ში, პსპ-ს აფთიაქში შეეძლებათ.