პოროშენკომ ევროპას ცეცხლის შეწყვეტის გადაწყვეტილების ვადის დასრულება ამცნო

პოროშენკომ ევროპას ცეცხლის შეწყვეტის გადაწყვეტილების ვადის დასრულება ამცნო

   უკრაინის მაისში არჩეულმა პრეზიდენტმა პოროშენკომ კონფლიქტის დარეგულირების სამშვიდობო გეგმა წარმოადგინა და ივნისის შუა რიცხვებში ქვეყნის აღმოსავლეთ ნაწილში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ დააანონსა, თუმცა ორივე მხარე ერთმანეთს შეთანხმების დარღვევაში ადანაშაულებდა. 

   გუშინ, 30 ივნისს, 22:00 საათზე ცეცხლის შეწყვეტის გადაწყვეტილების ვადა დასრულდა. ამის შესახებ პოროშენკომ სატელეფონო საუბარში ანგელა მერკერს, ჯონ კერის და ფრანსუა ოლანდს აცნობა. 

   ცეცხლის შეწყვეტის ვადის დასრულებას ნუგზარ წიკლაური გამოეხმაურა და განაცხადა:

   -"10 დღის წინ პრეზიდენტ პოროშენკოს მიერ ცალმხრივად გამოცხადებული ცეცხლის შეწყვეტის გადაწყვეტილების ვადა დასრულდა.

რუსეთის ტერორისტულმა დაჯგუფებებმა ამ პერიოდში ასჯერ გაუხსნეს ცეცხლი უკრაინელებს.

ორიოდე საათის წინ კი უკრაინის უშიშროების საბჭომ გადაწყვიტა უპასუხოს აგრესორს და დაიცვას ქვეყნის თავისუფლება.

უკრაინაში დაიწყო ფართომასშტაბიანი შეტაკებები.

ჩვენ და უკრაინელებს ერთი მტერი გვყავს - პუტინის რუსეთი.

უკრაინის გამარჯვება ნიშნავს რუსეთის მარიონეტების და ოლიგარქების დამარცხებას და საქართველოს პატრიოტების გამარჯვებას.

სოლიდარობა თავისუფლებისთვის მებრძოლ უკრაინას!"

 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: