ამ დროისთვის სარკოზი ქალაქ ნანტერას იურიდიული განყოფილების პოლიციაში იმყოფება
საფრანგეთის პოლიციის კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის დეპარტამენტმა ქვეყნის ყოფილი პირველი პირი ნიკოლა სარკოზი დაკითხვაზე დაიბარა. სწორად დაკითხვაზე ყოფნის დროს დააკავეს ფრანგმა სამართალდამცველებმა ყოფილი პრეზიდენტი.
იურიდიული წყაროებით ცნობილი ხდება, რომ ამ დროისთვის სარკოზი ქალაქ ნანტერას იურიდიული განყოფილების პოლიციაში იმყოფება. თანამედროვე საფრანგეთის ისტორიაში ეს პირველი შემთხვევაა, როცა ყოფილი პრეზიდენტი დააკავეს. ეს რეჟიმი ითვალისწინებს დაკავებას 24 საათის განმავლობაში.
წინასწარი მონაცემებით სარკოზს ვაჭრობის სფეროში პირადი ინტერესებისთვის მისი გავლენის გამოყენება ედება ბრალად.