საქართველოს მთავარი პროკურორი ბაქოში კონფერენციას ესწრება

საქართველოს მთავარი პროკურორი ბაქოში კონფერენციას ესწრება

    საქართველოს მთავარი პროკურორის გიორგი ბადაშვილის აზერბაიჯანში ვიზიტის შესახებ პროკურატურა განცხადებას აქვეყნებს:

    "საერთაშორისო კონფერენციას ბულგარეთის, ალბანეთის, ხორვატიის, დანიის, ლიხტენშტეინის, მოლდოვას, მონაკოსა და თურქეთის გენერალური პროკურორები, ასევე ბოსნია -ჰერცოგოვინას იუსტიციის მინისტრი, ჩეხეთის რესპუბლიკისა და პოლონეთის იუსტიციის მინისტრის მოადგილეები ესწრებიან. კონფერენციაზე განიხილება შემდეგი საკითხები: "კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა, საერთაშორისო სტანდარტები და სახელმწიფოებრივი გამოცდილება."

აღნიშნული კონფერენცია "საერთაშორისო ანტიკორუფციული აკადემიის", "ევროპის საბჭოს" და "სახელმწიფოთა ჯგუფი კორუფციის წინააღმდეგ" ორგანიზებით ტარდება, რომელსაც ასევე პროკურორთა საერთაშორისო ასოციაციის პრეზიდენტი ესწრება"-ნათქვამია მთავარი პროკურორის მიერ გავრცელებულ განცხადებაში

 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: