გიორგი გაბედავა:-"კარლ, შენ დიპლომატი კი არა, გარყვნილი და გაუზრდელი ვინმე ხარ!"

გიორგი გაბედავა:-"კარლ, შენ დიპლომატი კი არა, გარყვნილი და გაუზრდელი ვინმე ხარ!"

Politobzor.net-ზე გავრცელებულ  შვეციის საგარეო საქმეთა მინისტრის კარლ ბილდტის განცხადებას არასამთავრობო სექტორის წარმომადგენელი  გიორგი გაბედავა სოციალური ქსელით გამოეხმაურა.

   -"კარლ ბილდტ, მინდა გითხრა დიდი მადლობა იმისათვის, რომ კიდევ ერთხელ დაანახე საზოგადოებას შენი და შენი მეგობრების რეალური სახე, ასევე ქართველი უფლებადამცველების, საქართველოში მოქმედი ოპოზიციის და პოზიციის. ეხლა უფლებადამცველად (უცხოეთიდან დაფინანსებულ ჰომოსექსუალების დამცველებზეა საუბარი) წოდებულ ხალხს რომ ჰკითხო ეს არ არის დისკრიმინაცია.

რაც შეეხება შენს კომენტარს, უზრდელო დიპლომატო!!! შენზე და შენნაირებზე საშიში ვინ არის? ბავშვებს ბაღის ასაკიდან აიძულებთ სექსუალურ ცხოვრებას!!! გარყვნილებას არეკლამებთ რადგან საკუთარი გარყვნილება ნორმად გამოაჩინოთ! რუსეთი თუ ოკუპანტია, მართლმადიდებლობა რა შუაშია? მართლმადიდებლურ სახელმწიფოს დაუხოცა რუსეთმა ხალხი!!! და მართლმადიდებლური სახელმწიფოს მიწები აქვს ოკუპირებული - აფხაზეთს და სამაჩაბლოს ვგულისხმობ! შენ დიპლომატი კი არა, ერთი გარყვნილი და გაუზრდელი ვინმე ხარ! 

   P.S. კარლ ბილდტი - შვეიცარიის საგარეო საქმეთა მინისტრი, შვეიცარიის, სადაც დააკანონეს ინცესტი(ოჯახის წევრებს შორის სექსუალური კავშირი...) ესეც თქვენი დემოკრატია...

   საქართველოს მთავრობისგან ვითხოვ საკადრისი პასუხი გასცეს ამ პოლიტიკოსს!"-წერს გაბედავა.(სტილი დაცულია).

   ცნობისთვის, Politobzor.net-ი ბილდტის ამ განცხადებას აქვეყნებს:

   -"ბოლო რამდენიმე წელიწადია, რუსეთი უარესობისკენ შეიცვალა. თუ საბჭოთა კავშირის დაშლის მომდევნო ათი წელიწადი იგი ცდილობდა ეჩვენებინა საგარეო და საშინაო პოლიტიკაში დასავლური ღირებულებებისადმი მხარდაჭერა, ახლანდელი ხელისუფლება მწვავე  ოპოზიციაში ჩაუდგა დასავლეთს. პუტინი აჩვენებს არა საერთო მსოფლიო,არამედ, მართლმადიდებლური  ფასეულობებისადმი ერთგულებას. მაგალითად, სირიელი მართმადიდებლების დაცვის საბაბით, ის მხარდაჭერას უცხადებს ასადის ხელისუფლებას. მინისტრი ფიქრობს, რომ სწორედ უკრაინული ავტოკეფალიური ეკლესიის დამორჩილების და მოსკოვთან მიერთების სურვილით ცდილობს პუტინი უკრაინაზე კონტროლის დამყარებას.

   მართლმადიდებლობა ისლამურ ფუნდამენტალიზმზე საშიშია. იგი წარმოადგენს მთავარ მუქარას დასავლური ცივილიზაციისთვის,რადგან  ცდილობს ოჯახური ურთიერთობების რეგლამენტირებას და არ ცნობს გეებს და ტრანსგენდერებს. პუტინი ევროპას მართმადიდებლურ კედელს უშენებს"-აცხადებს კარლ ბილდტი. 

 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: