ზურაბ ქადაგიძე:-"უგულავას ადგილი ციხეშია!"

ზურაბ ქადაგიძე:-"უგულავას ადგილი ციხეშია!"

   მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა, რომ საქალაქო სასამართლომ გიგი უგულავა გირაოს გარეშე გაათავისუფლა, თბილისის მერიასთან ქალაქის ყოფილი მერის წინააღმდეგ "ახალგაზრდულმა ცენტრმა" საპროტესტო აქცია გაიმართა. აქციის მონაწილეები უგულავას დასჯას მოითხოვდნენ და სასამართლოს და პროკურატურას სამართლიანი გამოძიებისკენ მოუწოდებდნენ.

   -"უგულავას ადგილი ციხეშია, რადგან ის არის ბიუჯეტის ვირთხა.  "სითი პარკის" თემასთან დაკავშირებით მრავალჯერ გავმართეთ აქცია და ვთქვით, რომ ეს იყო კორუფციულ-მაქინატორული სქემით შექმნილი ე.წ. სამკუთხედი, რომლითაც ხალხის მიერ გადახდილი ჯარიმები, პირადი ინტერესებისთვის, გიგი უგულავას ხმარდებოდა. ეს ადამიანი ერთხელ და სამუდამოდ უნდა დაიჭირონ"-აცხადებს ცენტრის  ხელმძღვანელი ზურაბ ქადაგიძე.

 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: