ცხელი ამბავი
›შესყიდვის ელექტრონული აქტი - გამარტივებული აღრიცხვა თუ ახალი ბარიერები მეწარმეებისა და ფიზიკური პირებისთვის? ›აუდიტის საჯარო ზედამხედველობის გაძლიერება თუ პროფესიული საქმიანობის შეზღუდვა? - კანონპროექტის კრიტიკული შეფასება ›გური ოტობაიას ტრიადა: „ენგურის ხეობის საგა“ ›STOP! STOP! STOP! ›როცა თვითცენზურის ჭანჭიკი მოშლილია, ცენზურა უნდა არსებობდეს! ›ვიყავი, ვნახე... ვერ გავიგე! ანუ, რობერტ სტურუას „გედის სიმღერა“! ›ძირს ლიბერალური პარტიები, გაუმარჯოს ხალხის ხმას! ›როსტევანის ამბავი რუსთაველის თეატრის სცენაზე, ანუ ხიდი თუ უფსკრული? ›ვინ იქნება მომავალი პატრიარქი?! ›რატომ დაპატარავდა დიდი ბრიტანეთის იმპერია

პოლიციის ახალი ადმინისტრაციული შენობის მშენებლობა იწყება

პოლიციის ახალი ადმინისტრაციული შენობის მშენებლობა იწყება

   3 ივლისს, 15:00 სთ-ზე, თბილისში (გამსახურდიას გამზირი N46) პოლიციის ახალი ადმინისტრაციული შენობის მშენებლობას ჩაეყრება საფუძველი. შინაგან საქმეთა მინისტრი ალექსანდრე ჭიკაიძე და შსს-ს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის თავმჯდომარე გურამ ტომარაძე პოლიციის ძველი შენობის ადგილზე ახალი შენობის საძირკველში სიმბოლურ კაფსულას ჩადებენ. 

   ოთხსართულიანი, თანამედროვე შენობა უახლესი ტექნიკითა და ინვენტარით იქნება აღჭურვილი. ახალ შენობაში შინაგან საქმეთა სამინისტროს რამდენიმე სამსახური: ქალაქ თბილისის პოლიციის მთავარი სამმართველოს, სახელმწიფო უსაფრთხოების სააგენტოს და დაცვის პოლიციის დეპარტამენტის დანაყოფები განთავსდება. აღნიშნული სამსახურები დღემდე სხვადასხვა შენობაში იყო განლაგებული. მათი ერთ ადმინისტრაციულ შენობაში განთავსება კიდევ უფრო მეტად გააუმჯობესებს კოორდინირებულ, ოპერატიულ და ეფექტურ საქმიანობას, მოქალაქეებისთვის კი ბევრად კომფორტული იქნება. ახალ ადმინისტრაციულ შენობას შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთათვის სპეციალური პანდუსები ექნება.

გააზიარე სტატია

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: