ცხელი ამბავი
›შესყიდვის ელექტრონული აქტი - გამარტივებული აღრიცხვა თუ ახალი ბარიერები მეწარმეებისა და ფიზიკური პირებისთვის? ›აუდიტის საჯარო ზედამხედველობის გაძლიერება თუ პროფესიული საქმიანობის შეზღუდვა? - კანონპროექტის კრიტიკული შეფასება ›გური ოტობაიას ტრიადა: „ენგურის ხეობის საგა“ ›STOP! STOP! STOP! ›როცა თვითცენზურის ჭანჭიკი მოშლილია, ცენზურა უნდა არსებობდეს! ›ვიყავი, ვნახე... ვერ გავიგე! ანუ, რობერტ სტურუას „გედის სიმღერა“! ›ძირს ლიბერალური პარტიები, გაუმარჯოს ხალხის ხმას! ›როსტევანის ამბავი რუსთაველის თეატრის სცენაზე, ანუ ხიდი თუ უფსკრული? ›ვინ იქნება მომავალი პატრიარქი?! ›რატომ დაპატარავდა დიდი ბრიტანეთის იმპერია

"თანამშრომლობის განვითარება ახალგაზრდულ სფეროში"

"თანამშრომლობის განვითარება ახალგაზრდულ სფეროში"

   საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე გიორგი შარვაშიძე დღეს, ბელარუსის განათლების მინისტრის მოადგილეს ვიქტორ იაკჟიკისა და ბელარუსის ეროვნული ტექნიკური უნივერსიტეტის წარმომადგენელს ანდრეი კრასუცკისს შეხვდა. შეხვედრა მომავალი თანამშრომლობის მიზნით, ბელარუსის მხარის მოთხოვნით  გაიმართა და გაცნობითი ხასიათის იყო.

   შეხვედრაზე მოკლედ განიხილეს ორივე ქვეყნის  განათლების სფეროში მიმდინარე პროცესები, ასევე ისაუბრეს სამომავლო გეგმებზე და ქვეყნებს შორის განათლებისა და მეცნიერების სფეროში ორმხრივ თანამშრომლობაზე.

   ბელარუსის დელეგაცია თბილისში საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს მოწვევით იმყოფება და მონაწილეობას იღებს ევროკავშირის აღმოსავლეთის პარტნიორობის კონფერენციაში "თანამშრომლობის განვითარება ახალგაზრდულ სფეროში".

გააზიარე სტატია

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: