დღეს საყდრისის გადასარჩენად დაწყებული კარვების აქციიდან 81-ე დღე სრულდება
-"3 ივლისს მოდის "პარტიოტთა ალეანსი" და მოდის მამა გიორგი პავლოვი, რომელიც იქ პარაკლისს გადაიხდის. ძალიან გახარებული ვარ. "პატრიოტთა ალეანსი" საყდრისში პერმანენტულ მორიგეობას იწყებს, რაც იმას ნიშანს, რომ საყდრისს ბოლომდე დაიცავს, ჩვენთან ერთად და არავის მისცემს მისი დანგრევის საშუალებას! იმათ, ვისაც გადაავიწყდა შევახსენებ, რომ "ობიექტივი" და "პატრიოტთა ალეანსი" იყო პირველი, რომელმაც დაიწყო საყდრისზე საუბარი (და არა მარტო საუბარი) და კონკრეტული ნაბიჯები გადადგა. უბრალოდ, თვითმართველობის არჩევნების გამო აქამდე საყდრისში ფიზიკურად მუდმივად ყოფნას ვერ ახერხებდნენ და დღეიდან ამასაც გააკეთებენ.
3 ივლისს საყდრისის გადასარჩენად დაწყებული კარვების აქციიდან 81-ე დღე სრულდება. იქ ამ წუთას არიან ირაკლი ლომიძე და გაიოზ მეხრიშვილი"-წერს ჟურნალისტი ნინო მიქიაშვილი.