ამ წუთებში გიგი უგულავას "მოდულის" შენობაში ბრალს უყენებენ
ამ წუთებში გიგი უგულავას "მოდულის" შენობაში ბრალს უყენებენ.
ამის შესახებ ინფორმაცია"პირველ რადიოს" უგულავას ადვოკატმა დაუდასტურა. გიზო უგლავას თქმით, ბრალდების შინაარსი და კვალიფიკაცია დაცვის მხარისთვის კვლავ უცნობია.
-"ბრალდების შინაარსი და კვალიფიკაცია ჩემთვის უცნობია. ვნახოთ, რა ბრალდება იქნება და რა კვალიფიკაციის. მტკიცებულებების გაცნობის კუთხით ჩვენთვის კვლავ პრობლემაა. როგორც კი დააკავეს, შეგვიზღუდეს მასთან შეხვედრა და ამით დაარღვიეს მისი დაცვის უფლება. ყველანაირად ცდილობენ, რომ არ გვქონდეს მასალების გაცნობის, მომზადების საშუალება. ცდილობენ, რომ ფორსირებულად წარუდგინონ ბრალი უგულავას"-აცხადებს ადვოკატი.