გიორგი ვაშაძე:-"ცსკომ მეორე ტურის გამართვის თარიღი კანონის დარღვევით დაადგინა"
"ნაციონალური მოძრაობა" არჩევნების მეორე ტურის თარიღთან დაკავშირებით ცენტრალური საარჩევნო კომისიის გადაწყვეტილებას ეხმაურება. მოძრაობის სახელით განცხადება პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა გიორგი ვაშაძემ გაასაჯაროა.
-"რაც ყველაზე მთავარია, პირდაპირ დარღვეულია ცენტრალური საარჩევნო კომისიის სხვადასხვა საკანონმდებლო ნორმა - დარღვეულია 169-ე პრიმა მუხლი, რომელიც ამბობს, რომ მათ არ ჰქონდათ უფლება, არჩევნები დაენიშნათ გასაჩივრების ვადის ამოწურვამდე; დარღვეულია 77-ე მუხლი, რომელიც აძლევს ოპოზიციურ ძალას გასაჩივრების შესაძლებლობებს და ფაქტობრივად, ჩვენ მოგვესპო ეს შესაძლებლობა; ეს დარტყმა არ არის იმ ათ რაიონზე, სადაც ჩვენ მეორე ტურში ვმონაწილეობთ, ეს არის დარტყმა ზოგადად, ქართულ დემოკრატიაზე, რადგან ეს ნიშნავს, რომ საქართველოში ნორმალური არჩევნები არ ტარდება."-განაცხადა ბრიფინგზე გიორგი ვაშაძემ.
ცნობისთვის, თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტური 12 ივლისს დაინიშნა.