სადამკვირვებლო და მედია ორგანიზაციებს უფლებამოსილების ვადა უგრძელდებათ

სადამკვირვებლო და მედია ორგანიზაციებს უფლებამოსილების ვადა უგრძელდებათ

   2014 წლის თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურის 12 ივლისს დანიშვნასთან დაკავშირებით, ცესკოში და შესაბამის საოლქო საარჩევნო კომისიებში რეგისტრირებულ სადამკვირვებლო და მედია ორგანიზაციებს უფლებამოსილების ვადა გაუგრძელდათ.

   რეგისტრირებულ სადამკვირვებლო ორგანიზაციებს  შესაბამის საარჩევნო კომისიებში დამატებითი დამკვირვებლების სიების წარდგენა  მეორე ტურის გამართვის დღემდე არაუგვიანეს 5-ე დღისა (7 ივლისი 18:00 სთ-მდე) შეუძლიათ, აკრედიტებულ მედია ორგანიზაციებს კი ჟურნალისტების დამატებითი სიების წარდგენა მეორე ტურის გამართვის დღემდე არაუგვიანეს მესამე დღისა   (9 ივლისი, 18:00 სთ-მდე).

 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: