თამარ ჟვანია:-მნიშვნელოვანია, რომ წინასაარჩევნო პროცესები მიმდინარეობდეს დამოუკიდებელ, გამჭვირვალე და თავისუფალ გარემოში
-"მინდა გამოვეხმაურო ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს, რომელიც ზრდის დაძაბულ ფონს და უარყოფითად აისახება საარჩევნო გარემოზე.
მნიშვნელოვანია, რომ წინასაარჩევნო პროცესები მიმდინარეობდეს დამოუკიდებელ, გამჭვირვალე და თავისუფალ გარემოში, საქართველოს კანონმდებლობისა და საერთაშორისო სტანდარტების დაცვით.
ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელი ორგანოების არჩევნების მეორე ტურის წინ, რომელიც თავის მხრივ დემოკრატიული საარჩევნო პროცესის მაჩვენებელია, აუცილებელია არსებობდეს თანაბარი და კონკურენტული საარჩევნო გარემო. ამდენად, სიფრთხილით და მაღალი პასუხისმგებლობით უნდა ხორციელდებოდეს ყველა ქმედება, რომ არ მოხდეს საარჩევნო პროცესისთვის ზიანის მიყენება.
იმედს გამოვთქვამ, რომ ხელისუფლება, პოლიტიკური პარტიები და არჩევნებში ჩართული მხარეები გამოიყენებენ ყველა საშუალებას, რათა ხელი შეუწყონ არჩევნების მშვიდ და დემოკრატიულ გარემოში ჩატარებას"-აცხადებს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე თამარ ჟვანია.