არგენტინა-ბელგიის მატჩს ბავშვებთან ერთად კახა კალაძემ და დავით ნარმანიამ უყურეს
დევნილთა და განსახლების მინისტრმა დავით დარახველიძემ დევნილი ბავშვების საფეხბურთო გუნდი "აფხაზეთი" მსოფლიო ჩემპიონატის მეოთხედფინალური მატჩის საყურებლად თბილისი Tbilisi Event Hall- ში წაიყვანა.
არგენტინა-ბელგიის მატჩს ბავშვებთან ერთად ვიცე-პრემიერმა კახა კალაძემ და თბილისის მერობის კანდიდატმა დავით ნარმანიამ უყურეს.
2003 წელს დაბადებული დევნილი ბავშვებისაგან შემდგარი საფეხბურთო გუნდი სხვადასხვა ტურნირებსა და ჩემპიონატებში წარმატებულად მონაწილეობს. გუნდი წელს ნიაზ ძიაფშპას სახელობის ჩემპიონატის გამარჯვებული გახდა. ბავშვებს გამარჯვება მიულოცა და მათთვის სასაჩუქრე ნაკრებები მოამზადა.
დავით დარახველიძემ, კახა კალაძემ და დავით ნარმანიამ გუნდის ყველა წევრს სათამაშო ფორმის სრული კომპლექტი გადასცეს და ბავშვების თხოვნით ფეხბურთის ბურთებზე სამახსოვროდ ხელი მოუწერეს.
ხორცპროდუქტების ქართულმა კომპანია "ვაკე"-მ დევნილი ბავშვების საფეხბურთო გუნდი ნახევარფინალურ მატჩზე დასასწრებად ოფიციალურად მიიწვია.