15 ივლისს ისევ ყველა მსურველს მიეცემა მამა გაბრიელის წმიდა ნაწილებთან მიახლების საშუალება

15 ივლისს ისევ ყველა მსურველს მიეცემა მამა გაბრიელის წმიდა ნაწილებთან მიახლების საშუალება

   უწმინდესის ლოცვა-კურთხევით, საქართველოს ისტორიაში პირველად, 3 ივლისს მოხდა სამთავროს ფერისცვალების სახელობის ტაძარში დაბრძანებული ღირსი მამა გაბრიელის წმინდა სხეულის  გაპატიოსნება,  განბანვა.

   დავითგარეჯის მამათა მონასტრის არქიმანდრიტის კირიონის (ონიანი) თქმით "-წმინდანის განბანვა ეს არის მართლმადიდებლური წესი. წმინდანის სხეულის  მიწიდან ამობრძანების შემდეგ ხდება მისი გაპატიოსნება. განიბანება მიწაში მყოფი   წმინდა ნაწილები.  შემდეგ  წმინდა სხეულს სურნელოვან ზეთს აცხებენ  და შეიმოსება. მსგავსი რამ მოხდა ამჯერადაც.  მომლოცველთა დიდი ნაკადის გამო თავიდანვე ვერ მოხერხდა მისი წმინდა ნაწილების განბანვა. დღეს უკვე მდგომარეობამ მოგვცა იმის საშუალება, რომ წმინდა ნაწილები  სამი-ოთხი დღით  ხალხისგან გაგვერიდებინა და  შეგვესრულებინა მართლმადიდებლური წესი განბანვისა.  განბანვის პროცესში სახარება იკითხებოდა.  მანამდე მღვდელმთავრებმა  სამღვდელოებასთან ერთად   ტაძარში საზეიმო პარაკლისი გადაიხადეს. პარაკლისის დასრულების შემდეგ ღირსი მამა გაბრიელის წმინდა სხეული  მონასტრის სამლოცველოში შევაბრძანეთ.  წმინდა ნაწილების ამობრძანება  ზარების რეკვის ფონზე მოხდა. ეს რიტუალი დაახლოებით ხუთი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა. 15 ივლისს კი ღირსი მამა გაბრიელი კვლავ სამთავროს ფერისცვალების სახელობის ტაძარში იქნება დაბრძანებული.

   შეგვეწიოს წმინდა მამა გაბრიელის და ბეთანიელი მამების მადლი"

წყარო "კარიბჭე"

 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: