უგზო-უკვლოდ დაკარგული ქართველი გმირების გადმოსვენების პროცესი დაჩქარდება
7-9 ივლისს დევნილთა და განსახლების მინისტრი დავით დარახველიძე სტამბოლში აფხაზეთის დე ფაქტო მთავრობის წარმომადგენლებთან მოლაპარაკებას გამართავს. ვიზიტის მიზანია, უგზო-უკვლოდ დაკარგული ქართველი გმირების გადმოსვენების პროცესის დაჩქარება.
აღნიშნულ თემაზე კომენტარს დავით დარახველიძე თბილისის აეროპორტში, 7 ივლისს 09:30 წუთზე გააკეთებს.