ჯანსაღი ცხოვრების წესის მხარდაჭერა

ჯანსაღი ცხოვრების წესის მხარდაჭერა

   საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროში გაიმართა ჯანმრთელი ცხოვრების წესის მხარდამჭერი საზოგადოებრივი საბჭოს - ჯანმრთელი ცხოვრების წესის ელჩთა კორპუსის პირველი სხდომა, რომელზეც საბჭოს წევრებმა  ხელი მოაწერეს დებულებას, რომელიც განსაზღვრავს საბჭოს სამომავლო საქმიანობას. 

 

აღნიშნული საბჭო  შეიქმნა საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს ინიციატივით და მიზნად ისახავს სამინისტროსთან თანამშრომლობით ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციის ხელშეწყობას საზოგადოების ფართო ფენებში.

 

მსოფლიოში  მიმდინარე გლობალურმა პროცესებმა,  ტექნოლოგიური სისტემების  სწრაფმა განვითარებამ, ეკოლოგიური გარემოს ყოვლისმომცველმა ცვლილებებმა, გლობალიზაციამ, განაპირობა ადამიანის გარემოსთან შეგუების სრულიად  ახლებური მექანიზმების ამოქმედების აუცილებლობა.  ცხოვრების ჯანმრთელი წესი აღარ არის ექიმის რჩევის კერძო შემთხვევა, თანამედროვე მსოფლიოში მას გლობალური გამოწვევის ხასიათი აქვს.

 

 "სპორტის და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო", აცნობიერებს რა, პრობლემის მნიშვნელობას, თავის ერთ-ერთ ძირითად ფუნქციად მიიჩნევს ცხოვრების ჯანმრთელი წესის დანერგვასა და ხელშემწყობი გარემოს შექმნას, მისი ინფრასტრუქტურული და  იდეოლოგიური კომპონენტების უზრუნველყოფით.

 

ჯანსაღი ცხოვრების წესის მხარდამჭერი საზოგადოებრივი საბჭოს ძირითადი ფუნქციები იქნება: 

 

სამინისტროს მიერ შემუშავებული პროექტებისა და სამომავლო გეგმების განხილვა;

სამინისტროსა და საზოგადოებას შორის მედიატორის ფუნქციის შესრულება;

რეკომენდაციებისა და ინიციატივების შემუშავება;

ჯანმრთელი ცხოვრების წესის მხარდამჭერი საზოგადოებრივი საბჭოს წევრები არიან

 

1.      მამუკა მიქელაძე

 

2.      ზაზა ბოკერია

 

3.      ბუბა ხოტივარი

 

4.      ზაზა ხუციშილი 

 

5.      რატი შელეგია

 

6.      თათა ასათიანი

 

7.      ბიძინა ბარათაშილი

 

8.      ლევან სალუქვაძე

 

9.      ვახო გეგელია

 

10.  მერაბ ბოხუა

 

11.  ღვთისო ტურძელაძე  

 

12.  აკაკი ბაქრაძე

 

13.  ნათია ფანჯიკიძე

 

14.  ზურაბ ბიგვავა

 

15.  ბასა ჯანიკაშვილი

 

16.  გიორგი ასანიშვილი

 

საბჭოს დებულება:

 

ჩვენ, საზოგადოებრივი საბჭოს წევრები ვთანხმდებით, რომ ხელს შევუწყობთ:

 

ჯანმრთელი ცხოვრების წესის დამკვიდრებას;

სპორტში საზოგადოების ფართო ფენების ჩართვას;

სპორტის გამაჯანსაღებელი და აღმზრდელობითი ფუნქციის წარმატებით გამოყენებას;

მოსახლეობაში და განსაკუთრებით მოზარდ თაობაში ფიზიკური აქტივობისა და განათლების ხელშეწყობას;

ჯანსაღი თაობის აღზრდას, მავნე ჩვევების დაძლევის ხელშეწყობას;

მოსახლეობის ფიზიკურ აქტივობასა და მასობრივ სპორტში ჩართულობას;

სპორტის, როგორც ბავშვთა და ახალგაზრდობის ჯანმრთელობისა და ჰარმონიული განვითარების, ფიზიკური აღზრდის, ერთიანი საგანმანათლებლო სისტემის ჩამოყალიბებას;

ვირტუალურ სამყაროში ცხოვრებისაკენ მიდრეკილების, ნარკომანიისა და ალკოჰოლიზმისადმი ლტოლვის დაძლევას;

ცხოვრების "უძრავი წესის" ჩანაცვლებას ფიზიკურად აქტიური ცხოვრებით;

მასობრივი სპორტის განვითარებას;

თავისუფალი დროის სპორტით შევსებას;

სპორტში აქტიური ჩართულობით დაავადებათა პრევენციისა და მოსახლეობის გაჯანსაღების საფუძვლების შექმნას;

მასმედიის საშუალებით სპორტის მრავალმხრივ გაშუქებას და პოპულარიზაციას;

ასევე, ვთანხმდებით იმაზე, რომ თვეში ერთხელ გავმართავთ სამუშაო შეხვედრას და მონიტორინგს გავუწევთ  ამ მიმართულებით სამინისტროს მუშაობას.

 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: