დღეიდან საარჩევნო ბიულეტენების ბეჭდვა იწყება

დღეიდან საარჩევნო ბიულეტენების ბეჭდვა იწყება

   ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში ბიულეტენების ბეჭდვა დღეიდან დაიწყება, დღეიდან იწყება საარჩევნო ბარათების დარიგებაც.  

   -"საარჩევნო ადმინისტრაცია მზად არის იმისთვის, რომ თვითმმართველობის აღმასრულებელი ორგანოების არჩევნების მეორე ტური ჩაატაროს. საარჩევნო ბიულეტენების ბეჭდვას საარჩევნო ადმინისტრაცია დღეიდან იწყებს. ასევე, უკვე დაბეჭდილია ამომრჩეველთა ბარათები, რომელთა დარიგება და დისტრიბუცია დღეიდან დაიწყება."- განაცხადა ცენტრალური საარჩევნო კომისიის სპიკერმა ეკა აზარაშვილმა.

   შეგახსენებთ, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტური 12 ივლისს გაიმართება.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: