პრემიერი მწუხარებას გამოთქვამს დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსის მოადგილის გიორგი იმერლიშვილის ტრაგიკულად დაღუპვის გამო

პრემიერი მწუხარებას გამოთქვამს დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსის მოადგილის გიორგი იმერლიშვილის ტრაგიკულად დაღუპვის გამო

   პრემიერი ირაკლი ღარიბაშვილი უდიდეს მწუხარებას გამოთქვამს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსის მოადგილის, ვიცე-პოლკოვნიკ გიორგი იმერლიშვილის ტრაგიკულად დაღუპვის გამო და სამძიმრის წერილს აქვეყნებს. 

 

   "უდიდეს მწუხარებას გამოვთქვამ საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსის მოადგილის, ვიცე-პოლკოვნიკ გიორგი იმერლიშვილის ტრაგიკულად დაღუპვის გამო.

   ჩვენ დავკარგეთ შესანიშნავი ადამიანი, მოქალაქე, მაღალი რანგის პროფესიონალი, გამორჩეული და ერთგული მეგობარი, კარგი ქართველი კაცი, საკუთარ სამშობლოზე შეყვარებული და მისი უანგარო მსახური.

   ძალიან ძნელია დაჯერება, რომ გია ჩვენ გვერდით აღარ არის. ის ყოველთვის იქნება მისი კოლეგებისა და მეგობრებისთვის მაგალითი, როგორ უნდა საქმის კეთება დიდი პროფესიონალიზმით და ამავე დროს დიდი სიყვარულით.

   თანაგრძნობას ვუცხადებ და ვუსამძიმრებ გიორგი იმერლიშვილის ოჯახს, მის ნათესავებს, მეგობრებსა და კოლეგებს, ვიზიარებ მათ დიდ მწუხარებასა და ტკივილს." - წერს პრემიერი "facebook"-ის გვერდზე.

 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: