ვალერი კვარაცხელია: იღვიძებს საქართველო!

ვალერი კვარაცხელია: იღვიძებს საქართველო!

ეს ფეისბუქ-სტატუსი ჟურნალისტმა ვალერი კვარაცხელიამ საკუთარ გვერდზე გამოაქვეყნა. საკითხი იმდენად აქტუალურია, „ივერიონის“ მკითხველს სრულად გთავაზობთ

იღვიძებს საქართველო!

ჭეშმარიტებას ღვთაებრივი ძალა აქვს, რადგან ღმერთია თვითონ ჭეშმარიტება. რა სიბნელეშიც არ უნდა ამყოფო ადამიანები, ისინი მანამდე არ შეწყვეტენ სიმართლისა და ჭეშმარიტებისკენ სწრაფვას, ვიდრე ადამიანებად რჩებიან და საბოლოოდ არ ჩამქრალა მათში ციური ნათელი. ჯერ ცალკეულები, აქა-იქ, კანტიკუნტად იწყებენ ჭეშმარიტებასთან ზიარებას, თანდათანობით მრავლდებიან ასეთი ადამიანები და ჭეშმარიტება საერთო-საყოველთაოდ ხელმისაწვდომი ხდება...


ლევან შანიძის წინამდებარე სტატუსი ფეისბუქის გვერდზე აღმოვაჩინე. ჩემი ყურადღება იმან მიიქცია თუ რა მარტივად და ძალდაუტანებლად მიდის იგი ჭეშმარიტებამდე. ზოგი რამდენს წვალობს და ფილოსოფოსობს, რომ ბოლოს სრული სისულელე თქვას, ლევან შანიძე კი ხილულ სინამდვილეს აღწერს, საიდანაც ჭეშმარიტი დასკვნა თავისთავად მომდინარეობს. ამაზე ამბობდა მაცხოვარი: "თესლი სიტყვაა ღვთისა. კარგ ნიადაგზე დაცვენილები ისინი არიან, რომლებიც კარგი და კეთილი გულით მოისმინეს, იცავენ მას და მოთმინებით გამოაქვთ ნაყოფი..." (ლუკა, 8. 11-15).


ლევან შანიძე: ,,სიკვდილი ფაშისტებს'' ეს იქნება აწი ჩემი დევიზი!


არ მეგოინა თუ 1941–1945 წლების ომის მერე ეს ლოზუნგი აქტუალური იქნებოდა!!!


...ეხლა უყურებ კადრებს.... ვინმემ რამე არ დაწეროს ჩემს გვერდზე, ვითომ უკრაინელების დამცველებს ვგულისხმობ: ,,უკრაინის ჯარებად'' წოდებილი ფაშისტები მშვიდობიან მოსახლეობას ჟუჟავენ.... ბავშვების სხეულებს ვხედავ ნაწილებად დაყრილს და უაზროდ ამოხოცილ ადამიანს... არა მაინტერესებს ვინ რისი მომხრეა და რომელი იდეოლოგიის..... ბავშვების ასე უმოწყალოდ მხოცველებზე რატომ დუმს ევროპა და დასავლეთი? ვატყობ სანამ თავად არ იწვნევენ ახლიდან ფაშიზმის შედეგებს, მანამდე ალბათ არ გამოფხიზლდებიან, არც ეს დღეა შორს.... მე ვემიჯნები ასეთ ევროპას და ასეთ დასავლურ .ფასეულობებს, რომლის მედიაც არ აშუქბს თუ რა ხდება სლავიანსკში! აღარ მინდა დუმილი.... ისიც კმარა ჩუმად რომ ვიყავით, როცა ,,ნატოს'' ძალები ბომბავდნენ ყოფილ იუგოსლავიას, სერბეთს... მე ყველაფერ ამას ვემიჯნები, არ მინდა ვიყო ამის თანამონაწილე! ევროპამ ხმა უნდა ამოიღოს და შეაჩეროს ეს უმსგავსოება უკრაინაში!!! ყველაფერ ამაზე პასუხს უკვე აგებს უკრაინის პრეზიდენტი პოროშჩენკო და ყველა ის ევროპული თუ სხვა სახელმწიფოს მეთაური, ვინც პოროშჩენკოს თავის ქმედებებში მხარს უჭერს და არ გაკიცხავს მის ქმედებებს!!! გაფრთხილებთ, ყველა ვინც პროშჩენკოს გამართლებას შეეცდება და რაიმე კომენტარს დამიწერს მის გასამართლებლად, უმალ დაბლოკილი იქნება ჩემი მხრიდან! პოროშჩენკო რომელიც ღიად გინებით მიმართავს მეორე ადამიანს, მართლმადიდებელს ასეთი ფრაზით: : ,, სუკა პრავასლავნაია'', აი ასეთი ადამიანის დამცველი ყველა ჩემთვის მართლაც ,, სუკა" ანუ ძუკნა არის!!!

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: