ნანა კაკაბაძე:-"დღეს პენიტენციალურ სისტემაში სრული სტაგნაციაა".

ნანა კაკაბაძე:-"დღეს პენიტენციალურ სისტემაში სრული სტაგნაციაა".

   არასამთავრობო ორგანიზაციის "ყოფილი პოლიტპატიმრები - ადამიანის უფლებებისთვის" ხელმძღვანელი ნანა კაკაბაძე მიიჩნევს, რომ სამართალდამცველებმა ყველაფერი უნდა გააკეთონ, რომ უგულავას მიერ ჩადენილი ყველა დანაშაული საზოგადოებამდე კარგად იქნეს მიტანილი, ამასთან აღნიშნავს, რომ ყველაზე მთავარია რამდენად აღდგება იმ ადამიანების უფლებები, რომლებსაც სწორედ უგულავამ მიაყენა ზიანი. "ყველა დაკავებას უნდა მოჰყვეს თანმდები პროსეცები და მოხდეს დაზარალებული მოსახლეობისათვის ზიანის ანაზღაურება"-ამბობს კაკაბაძე და იმედს გამოთქვამს, რომ ხელისუფლება სწორედ ამ გზით წავა, წინააღმდეგ შემთხვევაში ასეთი სახის დაკავებები ქვეყნის იმიჯს არ წაადგება.

   კაკაბაძე პენიტენციალურ სისტემაში არსებულ მდგომარეობაზე ამახვილებს ყურადღებას და აცხადებს: 

    -"დღემდე არ შექმნილა მონიტორინგის ჯგუფი, რომელიც ციხეში შევა და გადაამოწმებს რა ხდება დღეს ციხეებში, სისტემა ჯერ კიდევ ჩაკეტილია და შეიძლება გაჩნდეს ეჭვი, რომ იქ არის რაღაც, რაც დასამალა, ხელისუფლება კი ვერ ან არ ახერხებს ამ ეჭვის გაქარწყლებას. ბევრი პატიმრის მშობლისგან მაქვს მოსმენილი, რომ ციხეებში ბევრი არაფერი შეცვლილა და თუ მხოლოდ ცოცხების არ გამოყენება მიაჩნიათ პროგრესად, ეს დიდი არაფერი შეღავათია. პენიტენციალურ სისტემაში ყოველდღიურად მძიმდება სიტუაცია, შემოდის ახალი პრობლემები, ისევ იჩენს თავს წინა ხელისუფლების დროინდელი პრობლემები და არანაირი გაქარწყლება ამისა ხელისუფლების მხრიდან არ კეთდება. სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ხელმძღვანელობა მხოლოდ სიტყვით ამბობს, რომ ეს მხოლოდ ჭორია, რომ ვიღაც მართავს ციხეს და სამწუხაროდ ვერ დებს ფაქტებს, დღეს ამ სისტემაში სრული სტაგმაციაა".

   კაკაბაძე აცხადებს, რომ მიუხედავად იმისა, რომ პენიტენციალურ სისტემაში ბევრი რამ შეიცვალა, მაინც არ არის ის მოლოდინი, რაც ჰქონდა მოსახლეობას ახალი ხელისუფლების მოსვლის დროს. მისივე თქმით ქვეყანაში არ იწყება სამართლიანობის აღდგენა და არც ხელისუფლებას სურს ეს პროცესი დაიწყოს. არ ხდება უკანონოდ გასამართლებული ხალხის საჩივრების განხილვა, რადგან ხელისუფლებამ იცის, რომ ამ საქმეების უკან დღეს თანამდებობაზე მყოფი ბევრი პირია და ფინანსური უქონლობა მხოლოდ ბარიერის სარჩულია. 

 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: