არჩევნების მეორე ტური 8 თვითმმართველ ქალაქსა და 13 მუნიციპალიტეტში გაიმართება

არჩევნების მეორე ტური 8 თვითმმართველ ქალაქსა და 13 მუნიციპალიტეტში გაიმართება

   ცენტრალური საარჩევნო კომიისიის ცნობით, არჩევნების მეორე ტური 12 ივლისს 8 თვითმმართველ ქალაქსა და 13 მუნიციპალიტეტში გაიმართება.

 

   ცესკოს განცხადებით, ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა 28 საარჩევნო ოლქში სულ 1,715,514-ია. 12 ივლისის არჩევნებისთვის ბიულეტენების ბეჭდვის პროცესი უკვე დაიწყო; სულ 1,605,000 ბიულეტენი დაიბეჭდება, მათ შორის - 1,191,450 მერის და 413,550 გამგებლის (აქედან 5, 050 აზრებაიჯანულ ენაზე) ასარჩევი ბიულეტენები.

  ასევე იწყება ამომრჩეველთა ბარათების დარიგების პროცესი, სადაც აღნიშნულია თუ რომელ საარჩევნო უბანს უნდა მიაკითხონ ამომრჩევლებმა ხმის მისაცემად. იმ შემთხვევაში თუ ამომრჩევლებს ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო ან სხვა მიზეზით არ შეუძლიათ საარჩევნო უბანზე მისვლა, უნდა დაუკავშირდნენ შესაბამის უბანს 9 ივლისის 18:00 საათის ჩათვლით.

    დამატებითი ინფორმაციის მისაღებად ამომრჩევლებს ასევე შეუძლიათ დაუკავშირდნენ ცესკოს საკონტაქტ-ცენტრის ნომერზე - 2 51 00 51.

    ცესკოს სპიკერმა ეკატერინე აზარაშვილმა დღეს გამართულ საინფორმაციო ბრიფინგზე ჟურნალისტებს განუცხადა, რომ 15 ივნისის არჩევნებისთვის რეგისტრირებულ სადამკვირვებლო და მედია ორგანიზაციებს შეუძლიათ მონიტორინგი გაუწიონ არჩევნების მეორე ტურებს. დამკვირვებლების ან ჟურნალისტების დამატებითი სიების წარდგენის შემთხვევაში, სადამკვირვებლო ორგანიზაციებმა შესაბამის საარჩევნო კომისიებს 7 ივლისის ჩათვლით უნდა მიმართონ, ხოლო მედია ორგანიზაციებმა - 9 ივლისის ჩათვლით.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: