ცხელი ამბავი
›შესყიდვის ელექტრონული აქტი - გამარტივებული აღრიცხვა თუ ახალი ბარიერები მეწარმეებისა და ფიზიკური პირებისთვის? ›აუდიტის საჯარო ზედამხედველობის გაძლიერება თუ პროფესიული საქმიანობის შეზღუდვა? - კანონპროექტის კრიტიკული შეფასება ›გური ოტობაიას ტრიადა: „ენგურის ხეობის საგა“ ›STOP! STOP! STOP! ›როცა თვითცენზურის ჭანჭიკი მოშლილია, ცენზურა უნდა არსებობდეს! ›ვიყავი, ვნახე... ვერ გავიგე! ანუ, რობერტ სტურუას „გედის სიმღერა“! ›ძირს ლიბერალური პარტიები, გაუმარჯოს ხალხის ხმას! ›როსტევანის ამბავი რუსთაველის თეატრის სცენაზე, ანუ ხიდი თუ უფსკრული? ›ვინ იქნება მომავალი პატრიარქი?! ›რატომ დაპატარავდა დიდი ბრიტანეთის იმპერია

„ახალგარზდა ადვოკატები“ იუსტიციის სამინისტროს მიმართავენ

„ახალგარზდა ადვოკატები“ იუსტიციის სამინისტროს მიმართავენ

დღეს  „პირველ“  პრეს-კლუბში  ორგანიზაცია  „ახალგაზრდა  ადვოკატებმა“  ჟურნალისტებისთვის  ბრიფინგი  გამართეს.
ისინი  საქართველოს  იუსტიციის  სამინისტროს  წინადადებით  მიმართავენ, სისხლის  სამართლის  საპროცესო  კოდექსში, სასჯელის  შეკრებითობის  პრინციპის  ახალი  რეგულაციების  შემთხვევაში, ყურადღება დაეთმოს  ისეთ  საკითხებს, რომლებიც  შეკრებითობის  პრინციპის  პრაქტიკაში  გამოყენების  უარყოფით  შედეგებს  გამორიცხავს.

„ახალგაზრდა  ადვოკატების“ იურისტ  ანა  კიკნაძის  განცხადებით, საკანონმდებლო  ინიციატივამ  ზუსტი  რეგულაცია  უნდა  შექმნას, რომელიც  დაადგენს  აუცილებელ  კრიტერიუმებს  სამოსამართლო  უფლებამოსილებისთვის.

კერძოდ, მკაფიო  უნდა  გახდეს, მოსამართლემ  რა გარემოებების  დროს  უნდა  გამოიყენოს  სასჯელის  შთანთქმის  თუ  ნაწილობრივ  ან  მთლიანად  სასჯელის  შეკრების  პრინციპი. 

ასევე  მისი  თქმით,  მნიშვნელოვანია, მოხდეს  დიფერენცირებული  მიდგომა  დანაშაულთა  კატეგორიების  მიხედვით, ვინაიდან  სასჯელთა  შთანთქმისა თუ  შეკრებითობის  გამოყენება, მხოლოდ მოსამართლის  დისკრეციული  უფლებამოსილება არ შეიძლება  იყოს!

მზიკო კახიანი

გააზიარე სტატია

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: