დავით ბაქრაძე:-"მოვუწოდებ სააპელაციო სასამართლოს, განიხილოს პროცესი საჯარო განხილვით"
-"ეს მაღალი საზოგადოებრივი ინტერესი მოიცავს საზოგადოების ინტერესს, არასამთავრობო სექტორის ინტერესს. ჩვენ მოვისმინეთ შეერთებული შტატებისა და ევროკავშირის პოზიცია, რომ ისინი თვალს ადევნებენ ამ პროცესს და ელოდებიან სააპელაციოს გადაწყვეტილებას. ამიტომ, მე მინდა, მოვუწოდო სააპელაციო სასამართლოს, განიხილოს პროცესი საჯარო განხილვით, რათა საზოგადოებას, არასამთავრობოებს, ჩვენს უცხოელ პარტნიორებს - ყველას ჰქონდეს საშუალება საჯარო და ღია განხილვის გზით იქონიოს საკუთარი აზრი, თუ რამდენად კანონიერია გიგი უგულავასთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდება"-აცხადებს დავით ბაქრაძე.