დიდ ბრიტანეთში საგანგებო და სრულუფლებიან ელჩად რევაზ გაჩეჩილაძე დაინიშნა

დიდ ბრიტანეთში საგანგებო და სრულუფლებიან ელჩად რევაზ გაჩეჩილაძე დაინიშნა

   საქართველოს პრეზიდენტმა დიდ ბრიტანეთში საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი დანიშნა

საქართველოს პრეზიდენტმა  ხელი მოაწერა განკარგულებას, რომლის თანახმად დიდ ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებულ სამეფოში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის თანამდებობაზე, ასევე  საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციაში საქართველოს მუდმივ წარმომადგენლად დაინიშნა რევაზ გაჩეჩილაძე.

   იგი წლების განმავლობაში მუშაობდა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში სხვადასხვა თანამდებობებზე; სხვადასხვა დროს იყო საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ისრაელის სახელმწიფოსა და სომხეთის რესპუბლიკაში.

   რევაზ გაჩეჩილაძე არის ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი და წლების განმავლობაში მოღვაწეობდა ამავე  უნივერსიტეტში. იყო მეცნეიერებათა აკადემიის სოციოლოგიური კვლევის ცენტრის ხელმძღვანელი. დღემდე იგი  ოქსფორდის უნივერსიტეტის მიწვეული პროფესორია, ასევე სამეფო გეოგრაფიული საზოგადოების (ლონდონი) საპატიო უცხოელი წევრი.

 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: