ნატალია ზაქარეიშვილი: მე ასეთი შევარდნაძე მახსოვს!

ნატალია ზაქარეიშვილი: მე ასეთი შევარდნაძე მახსოვს!

ეს პატარა წერილი-მოგონება „ივერიონს“ ქ-ნმა ნატალია ზაქარეიშვილმა გამოუგზავნა და გვთხოვა, გამოგვექვეყნებინა სააგენტოს ვებ-გვერდზე. ვასრულებთ მის თხოვნას და სტატიას ვბეჭდავთ ყოველგვარი სარედაქციო ჩარევის გარეშე.

ჩემი არქივიდან...
გახსენება
ბატონი ედუარდი ყველაზე მეტად ამ შეხვედრაზე შევიცანი და ღრმა შთაბეჭდილებაც დატოვა ჩემზე. მე ასეთი ედუარდ შევარდნაძე მახსოვს საოცრად უბრალო და გულწრფელი....

90-ანი წლების მიწურულია.... საპარლამენტო ქალთა კლუბის შეკრება იყო. შეხვედრაზე ბატონი ედუარდიც მობრძანდა.

მისალმების შემდეგ ერთი მტკივნეული ეპიზოდი გაიხსენა თავისი ცხოვრებიდან...
იგი ყვებოდა, რომ მის ცხოვრებაში იყი ბევრი წარმატება, აღმავლობა, მწვერვალებიც, მაგრამ იყო მწარე და საშინელი დღეებიც. ასეთი დღე იყო სოხუმის დაცემა... სხვა შემთხვევებში ყოველთვის ვეძედი გამოსავალს და ვპოულობდი კიდეც, მაგრამ აქ სამწუხაროდ უძლური აღმოვჩნდიო. კატეგორიულად არ ვტოვებდი სოხუმს. სიკვდილისთვისაც მზად ვიყავი, ოღონდაც დამარცხებული თბილისში არ დავბრუნებულიყავი. მიუხედავად ჩემი წინააღმდეგობისა დაცვამ ძალით გამომიყვანა სოხუმიდან და ჩამსვა თვითმფრინავში. ფრენის დროს სულ ერთი ფიქრი მიტრიალებდა თავში, ასეთი მარცხის შემდეგ როგორ უნდა დამედგა თბილისის მიწაზე ფეხი და ხალხისთვის თვალი როგორ უნდა გამეწორებინა...
თვითმფრინავიდან გადმოვედი ბეჭებში მოხრილი. თავდახრილი და დარცხვენილი (შინაგანად ამ დღეს დავბერდიო კაცი). მგონია, რომ საყვედურით აღსავე თვალებს ვერსად დავემალები და ფსიქოლოგიურად ვემზადებოდი კიდეც მთელი გზა ამისთვის... მაგრამ მოხდა საოცრება. თბილისის აეროპორტში დამხვდა უამრავი ადამიანი. სიყვარულით და თანაგრძნობით აღსავსე თვალებით.

მეხვეოდნენ და გულში მიხუტებდნენ. მამხნევებდნენ. მშვიდობით დაბრუნებას და გადარჩენას მილოცავდნენ... ყოველივე ამან კი, კიდევ უფრო დაამძიმა ჩემი სულიერი მდგომარეობა. თვალები ცრემლებით ამევსო და ბედნიერი და უბედური ვიყავი ერთდროულად.


საქართველო სულ სხვა ფენომენია. კიდევ ერთხელ დავრწმუნდი იმაში, თუ რაოდენ დიდია ჩემი ქვეყანა და ჩემი ხალხი კი როგორი დიდსულოვანი....

და ბოლოს დაასრულა ამ სიტყვებით, - მინდა ვიცოცხლო იმდენ ხანს, რომ აფხაზეთი და სამაჩაბლო ჩემი ხელისუფლების პირობებში დავიბრუნოო და ამით უკანასკნელი ვალი მოვიხადო ჩემი ქვეყნის წინაშე.

მე ასეთი ედუარდ შევარდნაძე მახოვს... მეტად უბრალო და ძალზედ გულწრფელი.

ნატალია ზაქარეიშვილი
7 ივლისი, 2014 წელი

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: