"თელასი" ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო
ხვალ თბილისის რამდენიმე უბანს ელექტრომომარაგება შეეზღუდება.
თელასის" ინფორმაციით 16:00-დან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება, თევდორე მღვდლის ქუჩის მაცხოვრებლებს, ბორჯომის ვაგზლის მიმდებარე ტერიტორიას, რკინიგზის საავადმყოფოს და თოდუას სახელობის კლინიკური მედიცინის ცენტრს - სულ 310 აბონენტს.
"კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება", - აცხადებენ კომპანიაში