პალესტინამ ისრაელის მიმართულებით საჰაერო ცეცხლი გახსნა
ამ წუთებში ისრაელიდან დაგვიკავშირდნენ ჩვენი მეგობრები და გვითხრეს, რომ დაახლოებით 40 წუთის წინ პალესტინამ ისრაელის მიმართულებით საჰაერო ცეცხლი გახსნა, ცეცხლი გაიხსნა თელავივის მიმართულებითაც, მაგრამ ისრაელის რადარებმა დააფიქსირეს და ბომბები ჰაერშივე გაანადგურეს... საბედნიეროდ საჰაერო თავდასხმას მხსვერპლი არ მოჰყოლია. ისრაელს საპასუხო დარტყმა არ განუხორციელებია, მაგრამ გამოცხადებულია სამხედრო განგაში.
საქმეში ჩაერთო ევროკავშირი, რომელიც ისრაელს სიმშვიდისკენ მოუწოდებს.
ისრაელის მოქალაქეების განცხადებით, ამ დროისთვის სიტუაცია სტაბილურია და პანიკა აღარ შეიმჩნევა.
აკაკი წოწონავა