ალექსი პეტრიაშვილი:-"ნარმანია ღირსეული მერი იქნება"

ალექსი პეტრიაშვილი:-"ნარმანია ღირსეული მერი იქნება"

   არჩევნების მეორე ტურს სახელმწიფო მინისტრი რეინტეგრაციის საკითებში ალექსი პეტრიაშვილი გადაცემა "პოლიტიკის დროში" გამოეხმაურა და განაცხადა, რომ დარწმუნებულია დავით ნარმანიას გამარჯვებაში. ის ასევე გიგი უგულავას დაკავებას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ მისი წინასაარჩევნოდ გარეთ ყოფნა საფრთხის შემცველი არ იყო  "ქართული ოცნებისთვის".

   -"უგულავა საარჩევნო კამპანიას საკმაოდ უგემოვნოდ აწარმოებდა, ამიტომ "ქართული ოცნებისთვის" საფრთხეს არ წარმოადგენდა, აი "ნაციონალური მოძრაობისთვის" ძალიან წამგებიანად მიმაჩნდა, როდესაც მათი მერობის კანდიდატთან  ნიკანორ მელიასთან ერთად გამუდმებით ყველგან ჩანდა ძველი თბილისის მერი, გიგი უგულავა. სიმართლე გითხრთ ეს მათი გემოვნების ამბავია, რაც  ძალიან მიხაროდა კიდეც.

   აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, რომ დავით ნარმანია გაიმარჯვებს! იგი არჩევნების წინა ტურშიც ლიდერობდა, ლიდერობს და მომავალშიც ძალიან ღირსეული მერი იქნება, თბილისისთვის ბევრ სასიკეთო საქმეს გააკეთებს".

 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: