გაეროს სამიტს კლიმატის ცვლილებების შესახებ საქართველოს პრეზიდენტი დაესწრება

გაეროს სამიტს კლიმატის ცვლილებების შესახებ საქართველოს პრეზიდენტი დაესწრება

   საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი გაეროს გენერალური მდივნის ბან კი მუნის პირადი მიწვევით მიმდინარე წლის სექტემბერში ნიუ იორკს ეწვევა, სადაც გაიმართება გაეროს სამიტი კლიმატური ცვლილებების შესახებ. ქვეყნის პირველი პირი  მონაწილოებას მიიღებს სამიტის მუშაობაში, რომელზეც მსოფლიოს ლიდერები შეიმუშავებენ ყოვლისმომცველ კონვენციას კლიმატის ცვლილებების თაობაზე.

   საქართველოს პრეზიდენტმა დაადასტურა, რომ მონაწილეობას მიიღებს სამიტის მუშაობაში, რაც უკვე ოფიციალურად ეცნობა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს.

 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: