ადამიანის უფლებათა კომიტეტი შემაჯამებელ ანგარიშს 23 ივლისს მიიღებს

ადამიანის უფლებათა კომიტეტი შემაჯამებელ ანგარიშს 23 ივლისს მიიღებს

   ეკა ბესელია ჟენევაში, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ოფისში, "სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების შესახებ" საერთაშორისო პაქტის შესრულების თაობაზე საქართველოს მთავრობის ანგარიშის განხილვაში მიიღებს მონაწილეობას.

   პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია ქ. ჟენევაში, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ოფისში, "სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების შესახებ" საერთაშორისო პაქტის შესრულების თაობაზე საქართველოს მთავრობის მე-4 პერიოდულ ანგარიშის განხილვაში მიიღებს მონაწილეობას.

   საქართველოს ანგარიშის განხილვა 10-11 ივლისს ორი დღის განმავლობაში გაგრძელდება. საქართველოს დელეგაციის ხელმძღვანელი, იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი ანგარიშის თაობაზე მოხსენებით წარსდგება, ადამიანის უფლებათა კომიტეტის წევრების შეკითხვებს კი ქართული დელეგაციის წევრები უპასუხებენ. საკანონმდებლო ორგანოდან ქართულ დელეგაციას პარლამენტის წევრები ეკა ბესელია და თინათინ ხიდაშელი წარმოადგენენ. დელეგაციაში ასევე შესულია აღმასრულებელი ხელისუფლების შესაბამისი სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელები.

   ადამიანის უფლებათა კომიტეტი შემაჯამებელ ანგარიშს 23 ივლისს მიიღებს, რომელიც ქართულ მხარეს გადმოეგზავნება.

 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: