დებატები სასტუმრო "შერატონ მეტეხი პალასშია" დაგეგმილი

დებატები სასტუმრო "შერატონ მეტეხი პალასშია" დაგეგმილი

   კოალიცია "ქართული ოცნების" თბილისის მერობის კანდიდატ დავით ნარმანიასა და "ნაციონალური მოძრაობის" კანდიდატ ნიკა მელიას შორის დებატები ხვალ საღამოს სასტუმრო "შერატონ მეტეხი პალასშია" დაგეგმილი. დებატებს "სტუდია რეს" დირექტორი მამუკა ყუფარაძე წაიყვანს. მისი თქმით გადაცემა 64-66 წუთს გაგრძელდება.  კანდიდატების 3-3 წუთიანი მისალმების შემდეგ  კითხვებს რვა მაუწყებლის წარმომადგენლები დასვამენ.

   დებატების ტრანსლაცია  პირველი არხის და TV3-ს  ეთერში იგეგმება. რაც შეეხება "რუსთავი 2"-ს, დებატებს პირდაპირ ეთერში არ გადასცემს. როგორც ტელეკომპანიის გენერალური დირექტორი, ნიკა გვარამია ამბობს:-""ტელეკომპანია"რუსთავი 2" დებატებს პირდაპირ ეთერში არ გადასცემს. ჩვენ ჩვენი დებატები გვაქვს. ამას გარდა, დებატების დროს ეთერში გადის "კურიერი" და ჩვენ ვერ შევწყვეტთ საინფორმაციო გამოშვებას დებატების გამო. მათ ეს გადაწყვეტილება მედიის გარეშე მიიღეს. ჩვენს ტელეკომპანიაში დებატები პირდაპირ ეთერში არ გადაიცემა".

 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: