ცხელი ამბავი
›შესყიდვის ელექტრონული აქტი - გამარტივებული აღრიცხვა თუ ახალი ბარიერები მეწარმეებისა და ფიზიკური პირებისთვის? ›აუდიტის საჯარო ზედამხედველობის გაძლიერება თუ პროფესიული საქმიანობის შეზღუდვა? - კანონპროექტის კრიტიკული შეფასება ›გური ოტობაიას ტრიადა: „ენგურის ხეობის საგა“ ›STOP! STOP! STOP! ›როცა თვითცენზურის ჭანჭიკი მოშლილია, ცენზურა უნდა არსებობდეს! ›ვიყავი, ვნახე... ვერ გავიგე! ანუ, რობერტ სტურუას „გედის სიმღერა“! ›ძირს ლიბერალური პარტიები, გაუმარჯოს ხალხის ხმას! ›როსტევანის ამბავი რუსთაველის თეატრის სცენაზე, ანუ ხიდი თუ უფსკრული? ›ვინ იქნება მომავალი პატრიარქი?! ›რატომ დაპატარავდა დიდი ბრიტანეთის იმპერია

შსს-ს აკადემიას უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტატუსი მიენიჭა

შსს-ს აკადემიას უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტატუსი მიენიჭა

   საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიამ განათლების სამინისტროს სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის ავტორიზაციის საბჭოს გადაწყვეტილებით ავტორიზაცია მიიღო და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტატუსი მიენიჭა.

   უახლოეს მომავალში შსს-ს აკადემიაში საპოლიციო რეგულირების სამართლის სამაგისტრო პროგრამა განხორციელდება. პროგრამის მიზანია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი დანაყოფებისთვის მოამზადოს საშუალო მენეჯერულ პოზიციებზე სათანადო უნარებითა და ცოდნით აღჭურვილი, საპოლიციო ფუნქციების განმახორციელებელი, აკადემიური განათლების მქონე თანამშრომლები, რომლებიც იქნებიან კანონის უზენაესობის, დემოკრატიული და ჰუმანური ღირებულებების მატარებელნი.

   დეტალური ინფორმაცია შსს-ს აკადემიის სამაგისტრო პროგრამაზე და მიღების პროცედურების შესახებ განთავსებულია შსს-ს აკადემიის ოფიციალურ ვებ-გვერდზე.

გააზიარე სტატია

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: