ზურაბ აბაშიძე:-"თუ არსებობს რაღაც ბარიერი ისიც უნდა მოიხსნას"
დღეს პრაღაში თბილისის დროით 12:00 საათზე ქართულ-რუსული დიალოგის არაფორმალური დიალოგის ფორმატის ფარგლებში გრიგორი კარასინის და ზურაბ აბაშიძის მორიგი შეხვედრა გაიმართება. ცნობილია, რომ აბაშიძე-კარასინის რიგით მეშვიდე შეხვედრა სავაჭრო თემას შეეხება.
-"ასოცირების ხელშეკრულება ეს ის კონტექსტია, რასაც გვერდს ვერ ავუვლით, ჩვენი ხედვით, ასოცირების ხელშეკრულება არანაირად არ მოდის წინააღმდეგობაში იმასთან, რომ ჩვენ ნორმალური სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობები გვქონდეს მეზობელ ქვეყნებთან, მათ შორის რუსეთთან, უნდა გაფართოვდეს ჩვენი სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობები, თუ არსებობს რაღაც ბარიერი ისიც უნდა მოიხსნას", - განაცხადა ზურაბ აბაშიძემ.
მისივე თქმით საქართველოს მხრიდან 2-3-კაციან ჯგუფს ეკონომიკის სამინისტროს შესაბამისი დეპარტამენტის დირექტორი უხელმძღვანელებს.