ჯონდი ბაღათურია სამართალდამცავებს მიმართავს

ჯონდი ბაღათურია სამართალდამცავებს მიმართავს

   "ქართული დასის" ლიდერი ჯონდი ბაღათურია აცხადებს, რომ "შავ ფულს" "ნაციონალური მოძრაობა" პოლიტიკური მომავლის გასახანგრძლივებლად ამომრჩეველს ურიგებს.

   -"უბნებზე რომ დგანან "ნაციონალების აქტივისტკები" და ბლოკნოტებში რაღაცას იწერენ, იცით რას აღნიშნავენ? მოვიდა თუ არა ის ამომრჩეველი, რომელსაც ფული შეპირდნენ ან უკვე მისცეს და პლიუსს და მინუსს უწერენ. ვისაც პლიუსი ექნება, მერე ფულსაც მიიღებს. შესაბამისად, მინდა საგამოძიებო ორგანოებს ვუთხრა-"ნაციონალური მოძრაობის" მთელი სტრუქტურაა ჩართული ფულის გათეთრების პროცესში, ასევე ამომრჩევლის მოსყიდვაში, რაც სისხლის სამართლის დანაშაულია და ყურადღება მიაქციონ ამ "აქტივისტკებსაც", ამას არაფერი არ უნდა, 12-ში  ჩამოიარონ საარჩევნო უბნები, დააკავონ ეს ბლოკბოტიანები და დაკითხონ, დარწმუნებული იყავით 10-დან 8 დაფქვავს ყველაფერს და იტყვის, რომ "ბე" მისცა ამომრჩეველს, იტყვის ვინ დაავალა და აშკარად გამოჩნდება ამომრჩევლის მოსყიდვის ფაქტები. ასე რომ არჩევნების დღეს დასაკავებელი იქნება ბლოკნოტიანი აქტივისტები და გაშიფრული იქნება სქემაც. მე ვურჩევ მათ ამომრჩევლის მოსყიდვას თავი დაანებონ!"

 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: