ისრაელში დაშავებულებს შორის საქართველოს მოქალაქეები არ იმყოფებიან

ისრაელში დაშავებულებს შორის საქართველოს მოქალაქეები არ იმყოფებიან

   ისრაელში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით  საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს და ამბობს, რომ დაშავებულებს შორის საქართველოს მოქალაქეები არ იმყოფებიან.

   -"ისრაელში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით საგარეო საქმეთა სამინისტრო საქართველოს საელჩოსთან და საკონსულოსთან მუდმივ კონტაქტშია. მადლობა ღმერთს, ამ ეტაპზე არაფერი ცუდი ჩვენს მოქალაქეებს არ შემთხვევიათ. შესაბამისად არანაირი შეტყობინება არ მიგვიღია საშიში მდგომარეობის შესახებ, თუმცა საელჩო და საკონსულო არიან მუდმივი მუშაობის რეჟიმში. ვისაც რაიმე სახის დაბრკოლება შეექმნება, შეუძლია მიმართოს საქართველოს საელჩოს და საკონსულოს, ასევე საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ცხელ ხაზს და რეაგირება იქნება მყისიერი"- განაცხადა მაია ფანჯიკიძემ.

 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: