"აშშ მხარს უჭერს ისრაელის უფლებას, ძალადობრივი თავდასხმისგან დაიცვას თავი"

"აშშ მხარს უჭერს ისრაელის უფლებას, ძალადობრივი თავდასხმისგან დაიცვას თავი"

   ისრაელ-პალესტინას შორის უკიდურესად დაძაბულ  მოვლენებს ამერიკის შეერთებული შტატები ეხმიანება და ისრაელის წინააღმდეგ განხორციელებულ სარაკეტო დარტყმებს მკაცრად აკრიტიკებს. 

   თეთრი სახლის პრესსპიკერი ჯოშ ერნსტი განცხადებას ავცრელებს:

   -"ჩვენ ვგმობთ ისრაელის ტერიტორიაზე სარაკეტო იერიშებს და ტერორისტების მიერ მშვიდობიანი მოსახლეობის სამიზნეში ამოღებას. ვერც ერთი ქვეყანა ვერ მიიღებს სარაკეტო დარტყმებს, რომელიც მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგაა მიმართული. ჩვენ მხარს ვუჭერთ ისრაელის უფლებას, თავი დაიცვას ძალადობრივი თავდასხმებისგან"-ნათქვამია განცხადებაში.

 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: