გიორგი ჟორჟოლიანი:-"დებატები დემოკრატიის ნაწილია და ვფიქრობ საკმაოდ საინტერესოდ წარიმართება"
საპარლამენტო უმრავლესობის წევრი გიორგი ჟორჟოლიანი თვლის, რომ ოპოზიციის მიერ ნათქვამი ფრაზა-"ხალხი არ მივიდა არჩევნებზე და ამით პროტესტი გამოხატა "ქართული ოცნების მიმართ"-მხოლოდ მათი შეფასებაა. ჟორჟოლიანი მიიჩნევს, რომ ამომრჩეველი პროტესტის გამო კი არ მივიდა არჩევნებზე, არამედ დარწმუნებული იყო, რომ "ოცნება" გაიმარჯვებდა.
-"ხალხი შეიძლება უკმაყოფილებას გამოთქვამდეს, მაგრამ პროტესტს არ გამოხატავს კოალიციის მიმართ"-აცხადებს უმრავლესობის წარმომადგენელი.
გიორგი ჟორჟოლიანი თბილისის მერობის კანდიდატებს შორის დაანონსებულ დებატებსაც გამოეხმაურა და განაცხადა:
-"დებატები დემოკრატიის ნაწილია და ვფიქრობ საკმაოდ საინტერესოდ წარიმართება. ამომრჩეველი ბევრ კითხვაზე მიიღებს ნაწილს და ვვარაუდობ, რომ გაზრდის მეორე ტურზე აქტივობასაც".