"გადაარჩინე სიცოცხლე"-მიიღეთ მონაწილეობა მეორე ტურში "ნაციონალური მოძრაობის" საწინააღმდეგოდ"

"გადაარჩინე სიცოცხლე"-მიიღეთ მონაწილეობა მეორე ტურში "ნაციონალური მოძრაობის" საწინააღმდეგოდ"

   არასამთავრობო ორგანიზაცია "გადაარჩინე სიცოცხლე" (დამფუძნებელი იური ვაზაგაშვილი) საქართველოს მოქალაქეებისადმი მიმართვას ავრცელებს და ყველას  "ქართული ოცნების" მხარდაჭერისკენ მოუწოდეს.

   _"არასამთავრობო ორგანიზაცია "გადაარჩინე სიცოცხლე" თხოვნით მოგმართავთ საქართველოს მოქალაქეებს მიიღოთ მონაწილეობა ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურში "ნაციონალური მოძრაობის" საწინააღმდეგოდ. ჩვენი თხოვნა განპირობებულია შემდეგი გარემოებების გამო-როგორც მოგეხსენებათ არასამთავრობო ორგანიზაციამ "გადაარჩინე სიცოცხლე" საზოგადოებასთან ერთად გამოხატა რა თავისი პროტესტი მთავრობისა და საკანონმდებლო ორგანოს არაქმედითუნარიანი მოღვაწეობის გამო, შეადგინა შესაბამისი მიმართვა და გადაუგზავნა საქართველოს პრეზიდენტს, პრემიერ-მინისტრს და პარლამენტის თავმჯდომარეს, რასაც თან ერთვოდა ათეულობით მოქალაქის და არასამთავრობო ორგანიზაციების ხელმოწერები. მიმართვის დედააზრი იყო, რომ დღევანდელ ხელისუფლებას ვადროვებდით არჩევნების ჩატარებას და არჩევნებიდან უმოკლეს ვადებში დაველოდებოდით მათ ქმედებას ჩვენს სამართლიან მოთხოვნებზე. 

   2014 წლის 15 ივნისს არჩევნებში მოსახლეობის 60%-ზე მეტმა პროტესტის ნიშნად არ გამოიყენა თავისი კონსტიტუციური უფლება და არ მიიღო მონაწილეობა არჩევნებში, რაც გამოწვეულია იმით, რომ წლის და 8 თვის განმავლობაში ხელისუფლებამ არ აღადგინა სამართლალი, სამართალი ყველა კუთხით. ხელისუფლებას შეწყვეტილი აქვს საზოგადოებასთან კომუნიკაცია, ესაუბრება მხოლოდ "ნაციონალურ მოძრაობას", მოახდინა დამნაშავე "ნაციონალური" რეჟიმის სრული რეანიმაცია, იგნორირებულია ხალხის მტავარი მოტხოვნები, გადასულია თვითკმაყოფილებაზე, სამთავრობო ზალოვან სტრუქტურებში დაწინაურებულები არიან არა-ერთ გახმაურებულ საქმეზე მხილებული ზონდერები, კვლავაც მოტყუებული და დაუსაქმებელია ათიათასობით მოქალაქე, ხდება რელიგიის და სარწმუნოების იგნორირება, შედეგად სახეზე გვაქვს ანტიდისკრიმინაციული კანონი, რომელიც ამკვიდრებს ყოველგვარ უზნეობას.

   ბატონებო, რეალობა სახეზეა, ტარდება არჩევნების მეორე ტური, ერთმანეთს უპირისპირდება "ქართული ოცნება" და "ნაციონალური მოძრაობა". 

   "ნაციონალური მოძრაობისთვის" ხმის მიცემა ეს არის საქართველოს თითოეული მოქალაქისათვის სულში ჩაფურთხება, დედაქალაქში "ქართული ოცნებისთვის" მხარდაჭერას ერთი პირობა გააჩნია-მისთვის ცალსახად პასუხისმგებლობის დაკისრება. გვესმის მძიმეა იმედგაცრუება, მაგრამ გვერწმუნეთ, წარსულის აჩრდილების დაბრუნება უფრო მტკივნეული იქნება ჩვენთვის.

   არჩევნების დამთავრების მეორე დღიდან ყველა ბერკეტს გამოვიყენებთ იმისთვის, რომ ხელისუფლებამ ყველა უხვად გაცემული დაპირება შეასრულოს, წინააღმდეგ შემთხვევაში საზოგადოებასთან ერთად ვიქცევით იმ ძალად, რომელიც ერთხელ და სამუდამოდ დაამკვიდრებს სამართალს.

   გფარავდეთ ღმერთი!"

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: