იური ვაზაგაშვილი:-"ჩვენ აღარ ვენდობით პოლიტიკოსებს, მაგრამ მნიშვნელოვანი არჩევანი უნდა გავაკეთოთ"

იური ვაზაგაშვილი:-"ჩვენ აღარ ვენდობით პოლიტიკოსებს, მაგრამ მნიშვნელოვანი არჩევანი უნდა გავაკეთოთ"

   არასამთავრობო ორგანიზაციის "გადაარჩინე სიცოცხლე"-ს დამფუძნებელი იური ვაზაგაშვილი ამბობს, რომ საზოგადოების განაწყენებულმა ნაწილმა თავისი პროტესტი ხელისუფლების მიმართ არჩევნებზე არ მისვლით გამოხატა. მისი თქმით არჩევნებზე არ მისვლა არ არის გამოსავალი და ყველას მიუწოდა მეორე ტურში გამოიყენონ კონსტიტუციური უფლება და საკუთარი არჩევანი დააფიქსირონ.

   -"ჩვენ აღარ ვენდობით პოლიტიკოსებს, სახეზე გვაქვს რუსთავის მაგალითი, ამიტომ მოგმართავთ თქვენ, პატივცემულო საზოგადოებავ, ჩემო თბილისელებო, ჩვენი ქალაქის წინაშე დადგა დღე, როდესაც ჩვენ უნდა გავაკეთოთ მნიშვნელოვანი არჩევანი, რომელსაც ჩვენი და ბენი შვილების მომავალი ჰქვია. რეალობა სახეზეა, ერთის მხრივ "ნაციონალური მოძრაობაა", რომელმაც წლების განმავლობაში ბევრი უბედურება მოუტანა ჩვენს ქვეყანას და მეორეს მხრივ "ქართული ოცნებაა", რომელმაც 2 წლის მმართველობის განმავლობაში ვერ გაამართლა ხალხის მოლოდინი. ჩემი ოჯახის მაგალითიც კმარა იმედების გაცრუების დასამტკიცებლად, მაგრამ არ უნდა დავუშვათ ის, რომ დაბრუნდეს წარსულის ბნელი აჩრდილი და მოგიწოდებთ ხმა მისცეთ "ქართულ ოცნებას" იქ, სადაც ის "ნაციოლალებს" უპირისპირდება. დანარჩენ რაიონებში კი ოპოზიციურ კანდიდატებს.

   ჩვენ არჩევნების შემდეგ გავაკეთებთ სერიოზულ განცხადებას და არც ერთი წუთით აღარ ვაპატიებთ ხელისუფლებას არც ერთ შეცდომას!" 

 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: