ანგელა მერკელი დამწუხრებულია

ანგელა მერკელი დამწუხრებულია

   საქართველოს ექს-პრეზიდენტის ედუარდ შევარდნაძის გარდაცვალებას  გერმანიის კანცლერი  ანგელა მერკელი გამოეხმაურა და საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს სამძიმრის წერილით მიმართა

   -"დიდი მწუხარებით შევიტყვეთ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის ედუარდ შევარდნაძის გარდაცვალების ამბავი. საბჭოთა კავშირის საგარეო საქმეთა მინისტრის პოსტზე მან განუმეორებელი წვლილი შეიტანა ცივი ომის დაძლევისა და გერმანიის გაერთიანების საქმეში. მისი ეს წვლილი გერმანიაში არასოდეს დაავიწყდებათ. საქართველოს პრეზიდენტის პოსტზე მან მძიმე წლებში წინდახედულობითა და პასუხისმგებლობით განამტკიცა თავისი ქვეყნის დამოუკიდებლობა და გააძლიერა თანამშრომლობა და მეგობრობა საქართველოსა და გერმანიას შორის. ვუსამძიმრებ მის ოჯახს და მთელ ქართველ ხალხს".

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: