იგორ გიორგაძე საქართველოში ჩამოვა?
საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების ექს-მინისტრი, საზოგადოებრივი მოძრაობის "საქართველო საზღვარგარეთ" თავმჯდომარე იგორ გიორგაძე ედუარდ შევარდნაძის გარდაცვალებას ეხმაურება და მეტიც, სურვილს გამოთქვამს დაკრძალვას დაესწროს.
გიორგაძემ REGNUM -ისთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა"
-"ვწუხვარ, რომ შევარდნაძე საქართველოში ჩემს დაბრუნებამდე გარდაიცვალა. ბევრჯერ შემიფასებია შევარდნაძე, როგორც პოლიტიკოსი. მის გარდაცვალებას არანაირი ცვლილება არ შეაქვს მის მიმართ ჩემს დამოკიდებულებაში. როგორც მართლმადიდებელი ტრადიციების ადამიანი, მის საფლავზე ცეკვას არ დავიწყებ, რადგან ახლობლებისა და ოჯახისთვის ის საყვარელი მამა და ბაბუა იყო, თუმცა თუ საქართველოს ხელისუფლება სამშობლოში დაბრუნების ნებას დამრთავს, დაკრძალვას დავესწრები".