ეკა ბესელია:-"მშვიდობაში, ნაციონალებო, ნიკა მელია..."
თბილისის მერობის კანდიდატებს შორის გამართულ დებადებს პარლამენტის უმრავლესობის დეპუტატი ეკა ბესელია სოციალური ქსელით გამოეხმაურა.
-"ძალიან, ძალიან მდაბიო, შინაარსისგან დაცლილი, შეურაცყოფის მიყენების უნიჭო ტაქტიკაზე აგებული გამოსვლა-ასეთი შდაბეჭდილება დამიტოვა მელიამ დღეს.
ეს იყო ზუსტი ასლი ნაციონალური მოძრაობის სახის
ან სხვას ვის დაემსგავსებოდა ?
ყველაზე კომიკური ეპიზოდი იყო, როდესაც ნიკა მელია ამტკიცებდა იმიტომ არ არის დავით ნარმანია დამოუკიდებელი, რომ ვერ თქვა ვის გულშემატკივრობდა ბრაზილიას თუ გერმანიასო. ელემენტალურ პოლიტიკურ სვლას ვერ არჩევს დამოკიდებულება-დამოუკიდებლობის შინაარსისგან.
ნუ მოკლედ, მშვიდობაში ნაციონალებო ნიკა მელია..."-წერს ბესელია.