გიორგი მარგველაშვილი:-"რუსეთის შეხედულებების მოსმენა ძალიან მნიშვნელოვანია"

გიორგი მარგველაშვილი:-"რუსეთის შეხედულებების მოსმენა ძალიან მნიშვნელოვანია"

   გუშინ  პრაღაში ქართულ-რუსული დიალოგის არაფორმალური დიალოგის ფორმატის ფარგლებში გრიგორი კარასინის და ზურაბ აბაშიძის რიგით მეშვიდე შეხვედრა გაიმართება. შეხვედრას, რომელიც სავაჭრო თემას შეეხებოდა საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი  გამოეხმაურა და განაცხადა: 

   -"რუსულ-ქართული ურთიერთობები იცით, რომ რთულ ფაზაშია. განსაკუთრებით 2008 წლის შემდეგ. ახალი ხელისუფლების მოსვლის შემდეგ ჩვენ შევქმენით პოზიტიური დინამიკა, როდესაც პრაღის ფორმატმა ბევრი საინტერესო თემა შექმნა, განსაკუთრებით სავაჭრო ურთიერთობებში. ამ თემების გაღრმავება არის უმნიშვნელოვანესი და რუსეთის შეხედულებების მოსმენა რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია. ჩვენ დეესკალაციის კონტექსტში ველით ინიციატივებს".

    ცნობისთვის, რუსეთის მხარის წინადადებით, 15 სექტემბრიდან აღდგება ავიარეისები, ამ ეტაპზე თბილისსა და მოსკოვს შორის. აღინიშნა, რომ ფართოვდება საგზაო-სატვირთო და საავტომობილო მიმოსვლა. 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: