მოსამართლეობის საკვალიფიკაციო გამოცდაზე რეგისტრაცია იწარმოებს ელექტრონული ფორმით

მოსამართლეობის საკვალიფიკაციო გამოცდაზე რეგისტრაცია იწარმოებს ელექტრონული ფორმით

   საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2014 წლის 3 ივლისის გადაწყვეტილებით დაინიშნა მოსამართლეობის საკვალიფიკაციო გამოცდა.

მოსამართლეობის საკვალიფიკაციო გამოცდის პირველი ეტაპი (ტესტური გამოცდა) ჩატარდება 2014 წლის 20 სექტემბერს, ხოლო მეორე ეტაპი (წერითი გამოცდა) – 2014 წლის 27 სექტემბერს.

   გამოცდა ჩატარდება საერთო და სპეციალიზაციის მიხედვით.

   საკვალიფიკაციო გამოცდის ჩაბარების უფლება ეძლევა საქართველოს ქმედუნარიან მოქალაქეს 25 წლის ასაკიდან, თუ მას აქვს უმაღლესი იურიდიული განათლება და ფლობს სახელმწიფო ენას.

   მოსამართლეობის საკვალიფიკაციო გამოცდაზე რეგისტრაცია იწარმოებს ელექტრონული ფორმით. რეგისტრაციის დაწყების თარიღის შესახებ ინფორმაცია მოგვიანებით განთავსდება იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ვებ-გვერდზე.

 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: