"აუცილებელია "ნაციონალური მოძრაობის" დარჩენილი ნაშთები სრულიად გაქრნენ პოლიტიკური არენიდან"

"აუცილებელია "ნაციონალური მოძრაობის" დარჩენილი ნაშთები სრულიად გაქრნენ პოლიტიკური არენიდან"

   აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონში მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციათა და საზოგადოების წარმომადგენელთა კოალიციამ, რომელიც აერთიანებს 27 არასამთავრობოს, ასევე მის შემადგენლობაში შედის "ცხუმ-აფხაზეთის მეცნიერებათა აკადემია", "ქართულ-აფხაზური საქველმოქმედო სახალხო დიპლომატია"  არჩევნების მეორე ტურთან დაკავშირებით სპეციალური მიმართვა შეიმუშავა.

    მიმართვა საზოგადოებას გააცნო არასამთავრობო ორგანიზაცია "სამართლიანი და ეფექტიანი რეფორმების" თავმჯდომარემ, პროფესორმა თემურ ჩილაჩავამ.

   -"დამოუკიდებელი დემოკრატიული სახელმწიფოს მშენებლობის გზაზე უმთავრესი და გადამწყვეტი არის მისი ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა, აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების მშვიდობიანი დაბრუნება და საქართველოს იურისდიქციის გავრცელება ქვეყნის მტელ ტერიტორიაზე. 

  აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონიდან გამოდევნილი ქართველები უკვე 20 წელზე მეტია ვერ ვბრუნდებით მშობლიურ ადგილებში, სადაც გველოდებიან წინაპართა უმეთვალყურეოდ მიტოვებული საფლავები. ჩვენ ის ხალხი ვართ, ვინც ქართველთა და აფხაზთა, ქართველთა და ოსთა მშვიდობიანი თანაცხოვრების გარანტი უნდა ვიყოთ.  დევნილ საზოგადოებაში საკმაოდ მარალი იყო წინა ხელისუფლების დანასაულებრივი კურსის საღი აღქმა და ამიტომ 2012 წელს "ქართულ ოცნებას" უპირობო მხარდაჭერა გამოვუცხადეთ. ჩვენ იმედი გვქონდა, რომ ახალი ხელისუფლების დროს მაინც ამოქმედდებოდა სამტავრობო პროგრამაში ჩაწერილი მუხლები, მაგრამ ეს დღემდე არ შესრულებულა, რამაც გარკვეული პასიურობა გამოიწვია დევნილ საზოგადოებაში და ეს აისახა კიდეც ამ არჩევნებზე. 

   აუცილებელია "ნაციონალური მოძრაობის" დარჩენილი ნაშთები სრულიად გაქრნენ პოლიტიკური არენიდან, ამიტომ, მიუხედავად ყველა იმედგაცრუებისა, მოგმართავთ მთელ დევნილ საზოგადოებას, ასევე საქართველოში მცხოვრებ ყველა საარცევნო ხმის მქონე ადამიანს, მიხვიდეთ 12 ივლისს არჩევნებზე და მხარი დაუჭიროთ კოალიცია "ქართულ ოცნებას".

 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: