ვინ იტყუება-დეკანოიძე თუ შიოლაშვილი?!.

ვინ იტყუება-დეკანოიძე თუ შიოლაშვილი?!.

   "ნაციონალური მოძრაობის" ყვარლის გამგებლობის კანდიდატის ხატია დეკანოიძის განცხადებას: -"სია, რომელიც გადმოგვცა საქართველოს მთავრობამ, მონიშნულია 100 საწარმო, რომლითაც  "ამაყობს"  ჩვენი მთავრობა. ამ სიაში არის რამდენიმე ვითომ ქარხანა-საწარმო ყვარლის რაიონში და მე ეხლა ვდგავარ ერთ-ერთი ასეთი ქარხნის წინ და მინდა ვკითხო მოსახლეობას, რა ქარხანაა ეს? ეს არის ჩვეულებრივი პატარა საქონლის სადგომი, ეს ადამიანი წვალობს, აწარმოებს პატარა მეურნეობას  და ამას უწოდებს მთავრობა საწარმოს და ქარხანას, აი, ასე ატყუებენ ხალხს სხვა შემთხვევებშიც", კახეთის გუბერნატორი ირაკლი შიოლაშვილი პასუხობს:

   -"ქალბატონი ხატია ვერ ერკვევა მეორე და მესამე კომპონენტის სხვაობაში. მინდა გადმოგცეთ 30 საწარმოს სია, რომელიც გაიხსნა კახეთში, თავისი მისამართებით. ნებისმიერს შეუძლია ამ მისამართით მიაგნოს საწარმოებს, რომელიც ფუნქციონირებს და სადაც კონკრეტული ადამიანები არიან დასაქმებულნი. მოვუწოდებ ჩვენს ოპონენტებს, დეტალურად გაეცნონ რას ნიშნავს იაფი კრედიტის ფარგლებში დაფინანსებული მეორე და მესამე კომპონენტი. რაც შეეხება ამ კონკრეტულ მისამართს, ეს განეკუთვნება მეორე კომპონენტს, რაც ნიშნავს იმას, რომ კაცს ჰყავდა ვთქვათ 20 ძროხა, ახლა ეყოლება 60. მთავრობა ეხმარება მას. რაც შეეხება ახალ საწარმოებს, ეს არის მესამე კომპონენტი, სადაც კახეთის მასშტაბით 30 საწარმო გაიხსნა და კახეთი ამაში ლიდერია".

 

 

 

 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: