13 ივლისს, 09:00 საათიდან 16:00 საათამდე მესხიშვილის ქუჩა სრულად ჩაიკეტება

13 ივლისს, 09:00 საათიდან 16:00 საათამდე მესხიშვილის ქუჩა სრულად ჩაიკეტება

   ედუარდ შევარდნაძის სამების საკათედრო ტაძარში გადასვენებასთან დაკავშირებით ხვალ მოძრაობა შეიზღუდება. ინფორმაციას ტრანსპორტის შეფერხების თაობაზე შინაგან საქმეთა სამინისტრო  ავრცელებს.

   "საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, ედუარდ შევარდნაძის სამების საკათედრო ტაძარში გადასვენების ცერემონიასთან დაკავშირებით, 11 ივლისს, 12:00 საათიდან, სატრანსპორტო საშუალებებისთვის მოძრაობა რამდენიმე საათით შეიზღუდება შემდეგი მიმართულებებით: კრწანისისა და გორგასლის ქუჩები, მტკვრის მარჯვენა სანაპირო, ბარათაშვილის ხიდი და აღმართი, ავლაბრის მოედანი, მესხიშვილის ქუჩა სამების ტაძრამდე" - ნათქვამია განცხადებაში.

   შინაგან საქმეთა სამინისტრო განმარტავს, რომ ედუარდ შევარდნაძის გამოსვენების დღეს, 13 ივლისს, 09:00 საათიდან 16:00 საათამდე მესხიშვილის ქუჩა სრულად ჩაიკეტება.

 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: