ირაკლი წერეთელი:-"-"ყველა ქართველი არის სამშობლოს გამყიდველი, ვინც წინ არ აღუდგება ქართული მიწების გასხვისებას უცხოელებზე"

ირაკლი წერეთელი:-"-"ყველა ქართველი არის სამშობლოს გამყიდველი, ვინც წინ არ აღუდგება ქართული მიწების გასხვისებას უცხოელებზე"

   მიწების უცხო ქვეყნის მოქალაქეებზე გასხვისების საკითხს ეროვნულ-გამათავისუფლებელი მოძრაობის ლიდერი ირაკლი წერეთელი ეხმაურება.

   -"ყველა ქართველი არის ერისა და სამშობლოს გამყიდველი, ვინც წინ არ აღუდგება ქართული მიწების გასხვისებას უცხოელებზე, ქართულ მიწაზე და მიწაში არსებული ბუნებრივი რესურსებისა და სიმდიდრეების, მადანისა და წიაღისეულის გადამთიელთა ხელში მოხვედრას. საქართველოში ერთხელ და სამუდამოდ უნდა დაკანონდეს მთების, ტყეების, ქედების, საძოვრების, მდინარეების, ტბების, წყალსაცავების, ხეობებისა და ხევების, წიაღისეულისა და მადნის, საბადოების გადაქცევა და გამოცხადება ქართველი ერის საკუთრებად! კატეგორიულად უნდა აიკრძალოს მიწის გაყიდვა უცხოელებზე!. უნდა აღსდგეს სულ ცოტა 28 კილომეტრიანი სასაზღვრო ზოლი, სადაც მიწაზე, კანონით აიკრძალება კერძო საკუთრება!.

   უცხოელებს კანონით კატეგორიულად უნდა აეკრძალოთ საქართველოში ტყის მოჭრა და წიაღისეულის, მადნეულისა და ნებისმიერი ბუნებრივი სიმდიდრის მოპოვება!.. საქართველოს, მისი მიწისა და ბუნების, მისი რესურსებისა და ყველანაირი ბუნებრივი სიმდიდრის ერთადერთი მეპატრონე და მესაკუთრე, ერთადერთი ბატონ-პატრონი უნდა იყოს მხოლოდ ქართველი ერი! დიდება ქართველი ერის ძლევამოსილებასა და დამოუკიდებლობას! დიდება უფალს!"

 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: